პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დააკავეს - კვირის პალიტრა

პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის პირი დააკავა, რომელიც ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

შეგახსენებთ, ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს, რომ მას უცნობი მამაკაცი 2011 წლიდან ურეკავს, მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს და ფულს სთხოვს. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ მან პოლიციას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მაშინ ადევნების შესახებ კანონი მიღებული არ იყო და მისი საკითხი რეაგირების გარეშე დარჩა.

ინგა რიგოლიას აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს მუქარას. საქმესთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადეს შსს-ში.

იხილეთ ასევე: "ან მოგზავნილია, ან მანიაკი... არ მინდა, ვინმემ სადარბაზოში მომახრჩოს!" - ვინ და რატომ სდევნის ინგა გრიგოლიას?