სასამართლომ თემქაზე 20 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი პატიმრობაში დატოვა - კვირის პალიტრა

სასამართლომ თემქაზე 20 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი პატიმრობაში დატოვა

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი პატიმრობაში რჩება. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის 2 ათასლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლების თაობაზე.

დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძვლად იმ საფრთხეების არარსებობას ასახელებდა, რომელიც მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ედება საფუძვლად. კერძოდ, ადვოკატის თქმით, არ არსებობს გრიგალაშვილის არც მიმალვის, არც მოწმეებზე ზემოქმედების და არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები.

თავის მხრივ, ამ საფრთხეების არსებობას გაუსვა ხაზი პროკურორმა, რომელმაც გრიგალაშვილისთვის შეფარდებული მკაცრი აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

იხილეთ ასევე: "აღიარა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა" - რა თქვა შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულმა პირველ ჩვენებაში?!

"ინტერპრესნიუსი"