რა ეკრძალებათ სუმოისტებს?
სუმოს მებრძოლს რიკისს უწოდებენ. მისი ცხოვრება რთული და ნაწილობრივ ასკეტურია. საკუთარი ცხოვრების სუმოსთან დაკავშირებით სპორტსმენი სიამოვნებაზე და კომფორტის საგნებზე უარს საკუთარი ნებით ამბობს. მისი პირადი ცხოვრება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მწვრთნელისა და სუმოს ასოციაციის მეთვალყურეობის ქვეშაა. სუმოისტის მორალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას საზღვრები არ აქვს.
სპორტსმენს მანქანის დამოუკიდებლად ტარებაც კი ეკრძალება, რადგან ავტომობილის მართვისას გამორიცხული არ არის, რომ მან სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოს. ამიტომ სუმოისტები, ძირითადად, ტაქსით გადაადგილდებიან ან მათ სპეციალური მიკროავტობუსები ემსახურებათ. აღნიშნული წესების დამრღვევი მკაცრად დაისჯება, მას შესაძლოა დისკვალიფიკაცია მისცენ ან საერთოდ გარიცხონ სუმოდან. დანდობას დიდებული მებრძოლებიც კი არ უნდა ელოდონ.
სუმოისტისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მეტსახელის მიღება ატარებს, რომლითაც ის მომავალში მსოფლიომ უნდა გაიცნოს. საკუთარი გვარით ძალიან ცოტა სუმოისტი ასპარეზობს.
დამწყებ სუმოისტს საკუთარი სახლიც კი არ აქვს, მისი მეორე ოჯახი კი სუმოს სკოლის ამხანაგები ხდებიან, რომლებთან ერთადაც დღესა და ღამეს ატარებს... გაგრძელება