რატომ არ არ მიეწოდება ელექტროენერგია რეგიონების დიდ ნაწილს?
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური ავარიულად გამოირთო, რის გამოც საქართველოს რეგიონებს და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.
"დღეს, 20:11 საათზე ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება - ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებაში.
თბილისის რამდენიმე უბანსა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტრომომარაგება შეწყვეტილი აქვს.
''ინტერპრესნიუსი''