"ამერიკელი სამხედროები მზად არიან ჩრდილოეთ კორეის წინდაუხედავ ქმედებაზე რეაგირებისთვის" - კვირის პალიტრა

"ამერიკელი სამხედროები მზად არიან ჩრდილოეთ კორეის წინდაუხედავ ქმედებაზე რეაგირებისთვის"

აშშ მზადაა სამხედრო მეთოდებით რეაგირებისთვის ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერ წინდაუხედავ მოქმედებაზე, - "ABC"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკელი სამხედროები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის სულელურ ან წინდაუხედავ საქციელზე რეაგირებისთვის. ტრამპის განცხადებით, იაპონია და სამხრეთ კორეა მზად არიან საკუთარ თავზე აიღონ ხარჯების ნაწილი ამერიკის ოპერაციაში, თუკი ასეთი სამწუხარო სიტუაცია შეიქმნება.

"ვიმედოვნებ, რომ კიმ ჩენ ინი, საბოლოო ჯამში, გააკეთებს იმას, რაც მართებულია არა მხოლოდ თავისთვის, არამედ მისი ხალხისთვის, რომელიც ძლიერად იტანჯება. მიმაჩნია, რომ ეს უზარმაზარი დარტყმაა ჩრდილოეთ კორეაზე და ნამდვილი მარცხი მთელი მსოფლიოსთვის", - განაცხადა ტრამპმა სამიტის გადადებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ვაშინგტონი განაგრძობს ჩრდილოეთ კორეაზე მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკას კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაციის მისაღწევად.

"ინტერპრესნიუსი"