ტოჩინოშინი დღეს დამარცხდა, თუმცა იმპერატორის თასის მოგების მთავარი ფავორიტია
დღეს, ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეცამეტე დღე გაიმართა და ტოჩინოშინი პირველად დამარცხდა.
ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა შოდაი იყო, რომელთანაც დადებითი ბალანსი 5:3-ზე ჰქონდა. ქართველმა სეკიტორმა რამდენჯერმე სცადა მავაშში ხელის ჩავლება, თუმცა შოდაიმ ახლოსაც არ მიუშვა. ბოლოს იაპონელმა ერთ-ერთი ესეთი მცდელობის დროს გამოიჭირა და ჰიკიოტოშით დასცა დოჰიოს.
ტოჩინოშინმა წინა ტურში 40-გზის ჩემპიონ იოკუძუნა ჰაკუჰოს სძლია და ძალიან ახლოს არის იმპერატორთა თასთან. მისი მთავარი მდევარი ამჟამად იოკუძუნა კაკურიო არის, რომელიც ერთი მოგებით ჩამორჩება.
აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ სუმოს კომიტეტი შეიკრიბება იაპონური ტელევიზიები ქართველს უკვე თამამად უწოდებენ "ოძეკს" (რანგით მეორე იერარქია) რაც აგრეთვე ძალიან დიდი წარმატებაა.
ლიდერთა სია ასე გამოიყურება:
ტოჩინოშინი - 12 მოგება 1 მარცხი, იოკუძუნა კაკარიუ - 11 მოგება 1 მარცხი, იოკუძუნა ჰაკუჰო - 11 მოგება 2 მარცხი.
რაც შეეხება რანგით მეორე ლიგას გაგამარუს მეტოქე ლიგის მერვე ნომერი ტერონოფუჯი იყო, რომელიც ქართველმა იორიკირით დაამარცხა. თეიმურაზ ჯუღელს ამ ბაშოზე 3 მოგება და 10 მარცხი აქვს, რაც ავტომატურად გამოიწვევს მისი ლიგის მეორე ნომრობიდან ჩამოქვეითებას.
ხვალ ტოჩინოშინს ერთგვარად ფინალური ბრძოლა ელის, მისი მეტოქე მონღოლი იოკუძუნა კაკურიოა, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი 2:21 აქვს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ წინა ბაშოზე დაუმარცხებელ კაკურიოს ტრავმირებულმა ლევან გორგაძემ სძლია.
შევსეთ ტესტი: რა იცით სუმოს შესახებ?