როგორ ცხოვრობდნენ საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ფოტოგალერეა)
ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო - 1918 წლის 26 მაისს გოლოვინის პროსპექტზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში (ამჟამინდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში) ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა, რომელმაც ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა. იმავე დარბაზში ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა.
ნოე ჟორდანიამ "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი" წაიკითხა. ეს დოკუმენტი შემდგომ დაადასტურა და ოფიციალურად გამოსცა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 12 მარტს... საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა, დამოუკიდებლობის აღდგენა კი 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
გთავაზობთ ფოტოებს იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდნენ საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში
იხილეთ ფოტოგალერეა გთავაზობთ ტესტს, შეამოწმეთ თქვენი ცოდნა, თუ რა იცით საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე
ტესტის ჩატვირთვას შესაძლოა მცირე დრო დასჭირდეს, გისურვებთ წარმატებას!