სააკაშვილი: "ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ მისი მარწუხები"
ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ მისი მარწუხები და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით, მხოლოდ ერთად დგომით, მხოლოდ ძველი წყენის დავიწყებით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელმაც საზოგადოებას დამოუკიდებელი საქართველოს 100 წლის იუბილე პოლონეთიდან მიულოცა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო ახლა რთულ მდგომარეობაშია, თუმცა მდგომარეობიდან გამოსასვლელად საჭიროა ერთად დგომა და "ძველი წყენის დავიწყება"
"მოგესალმებით, პოლონეთიდან და გილოცავთ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის 100 წლისთავს. ქართველები დაბადებული ვართ იმისთვის, რომ ვიყოთ თავისუფლები. ჩვენი წარმატება, ჩვენი ღირსება ყოველთვის არის ჩვენ თავისუფლებაში. თავისუფლება არის ძალიან ძვირფასი, მაგრამ ის არის მსხვრევადი და ახლა, ჩვენი თავისუფლება ისევ არის სააფრთხის ქვეშ. საქართველო მაგონებს ველოსიპედს, სადაც პედლები სწრაფად ტრიალებს და სწრაფად მივდიოდით წინ. პედლები აღარ ტრიალებს. რაღაც პერიოდი სწრაფად წავედით წინ, ველოსიპედმა დაიწყო გადახრა, შეაჩერა, შენელდა და შეიძლება წაიქცეს და გადაიჩეხოს. იმისთვის, რომ არ გადავიჩეხოთ, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად. ეს ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ მისი მარწუხები და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით, მხოლოდ ერთად დგომით, მხოლოდ ძველი წყენის დავიწყებთ, რადგან საქართველო იყო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მთელი მსოფლიო შენატროდა დაწყებული უკრაინიდან, მოლდოვიდან, ბელარუსიდან, დამთავრებული შუა აზიით, რუსეთით, აღმოსავლეთ ევროპით, მთელ მსოფლიოში იყო წარმატების მაგალითი. მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა გაბანძდეს. გული მტკივა, როცა ვხედავ მის დამცირებულ მდგომარეობას, გული მტკიცა როცა ვხედავ, როგორ დასცინიან ჩვენს ხალხს. ჩვენ კვლავ გავხდებით მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქვეყანა. ბევრად უფრო სწრაფად, ბევრად უფრო შინაარსიანად, ბევრად უფრო ქმედითად წავალთ წინ. ჩვენ გამოვალთ ამ გაჭირვებიდან. გადავლახავთ ამ პრობლემებს. ჩვენ დავასრულებთ უიმედობას და საქრაღთველო დაიბრუნებს თავის ბრწყინვალებას. საქრათველო ისევ გახდება უმაგრესი ქვეყანა მთელ მსოფლიოში. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მომავალ შეხვედრამდე", - განაცხადა სააკაშვილმა.