როგორია მეორე სართულიდან გადმოვარდნილი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა?
ახალციხეში მეორე სართულიდან გადმოვარდნილი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახე "ინტერპრესნიუსს" "ინგოროყვას კლინიკაში" განუცხადს.
მათივე ინფორმაციით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა. შემთხვევა გუშინ, ახალციხეში მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"