"ნავერიანი "ნაციონალურ მოძრაობას" ემსახურება" - რატომ უპირისპირდება შოთა ხაბარელი თანაგუნდელს? - კვირის პალიტრა

"ნავერიანი "ნაციონალურ მოძრაობას" ემსახურება" - რატომ უპირისპირდება შოთა ხაბარელი თანაგუნდელს?

"ქართული ოცნების"  წევრი შოთა ხაბარელი მისივე თანაგუნდელ თამაზ ნავერიანს უპირისპირდება. როგორც ხაბარელმა სპორტის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თამაზ ნავერიანი, როგორც 2012 წლამდე, ისე რეალურად ახლაც, "ნაციონალურ მოძრაობას" ემსახურება და ცდილობს პრობლემების შექმნას.

შოთა ხაბარელი ნავერიანს დავით ქევხიშვილის მფარველობაში ადანაშაულებს. მისივე განცხადებით, კომისიის სხდომაზე, სადაც ძიუდოს ფედერაციაში შექმნილი სიტუაცია განიხილებოდა, ნავერიანი ცდილობდა სიტუაციის არევას, რასაც ხმაური მოჰყვა. ხაბარელის თქმით, აღნიშულ პროცესებში დაინტერესებულები არიან სხვა პირებიც, რის განხილვასაც ის მმართველ გუნდში აპირებს, თუმცა ჟურნალისტებთან კონკრეტიკისგან თავს იკავებს.

"დღეს თამაზ ნავერიანი პრობლემებს ავითარებს. ამ სხდომაზეც ცდილობდა ქევხიშვილის დაცვას, ვინაიდან ის მისი გუნდის წევრია. კომისიამ ცალსახად თქვა, რომ შეცდომა იყოს დაშვებული მწვრთნელების გათავისუფლების საკითხში და ფინანსური კუთხით. ყველა ერთ აზრზე იყო, გარდა ნავერიანისა. ის ცდილობდა ხმაურის ატეხვას", – აღნიშნა ხაბარელმა.

"ინტერპრესნიუსი"