"ექიმებმა ჯანმრთელი ქალი დაღუპეს" - რატომ გარდაიცვალა ცნობილი სილამაზის სალონის მფლობელი?!
თბილისში მდებარე ცნობილი სილამაზის სალონის "კარინას" მფლობელი კარინა ხარატოვა მოულოდნელად გარდაიცვალა. 53 წლის ქალბატონმა "ევექსის" კლინიკაში საშვილოსნოს ამოკვეთის ოპერაცია გაიკეთა და რამდენიმე დღეში დაიღუპა. ოჯახის წევრები მის გარდაცვალებაში გინეკოლოგ ვადიმ ხატიაშვილსა და ანესთეზიოლოგს ადანაშაულებენ. როგორც კარინა ხარატოვას შვილები Ambebi.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, ექიმებმა წინასწარ არ გამოიკვლიეს პაციენტის სასუნთქი გზების მდგომარეობა და არც ის განსაზღვრეს, ანესთეზიის გასაკეთებლად ბრონქოსკოპისტის საჭიროება იქნებოდა თუ არა. მათი თქმით, ანესთეზიოლოგმა კარინა ხარატოვას სასუნთქი მილის ჩაყენებისას ტრაქეა დაუზიანა, რის გამოც მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და საბოლოოდ ფატალური შედეგი დადგა.
"ჯანმრთელი ქალი მართლა დაღუპეს და ოჯახს გვიმალავდნენ სიმართლეს, სანამ უკიდურესად არ დამძიმდა მდგომარეობა. დედაჩემი საკუთარი ფეხით მივიდა კლინიკაში გეგმური ოპერაციის გასაკეთებლად, რომელიც საერთოდ არ უკავშირდებოდა იმას, რა მიზეზითაც დაიღუპა. ყველანაირი ანალიზი ჩაბარებული ჰქონდა და აპირებდა საშვილოსნოს ამოკვეთას, რაც ლაპარასკოპიით უნდა გაკეთებულიყო. ინტუბაციის დროს ანესთეზიოლოგმა ჩაუხია ტრაქეა. ჩვენ ძალიან გვიან გავიგეთ ეს ყველაფერი, სიმართლეს გვიმალავდნენ 24 საათის განმავლობაში. მერე უკვე ნეკროზი წავიდა ორგანიზმში" - განაცხადა კარინა ხარატოვას შვილმა, არტურ ხარატოვმა Ambebi.ge-სთან საუბარში.
12 დღის განმავლობაში კარინა ხარატოვას ტრაქეის აღსადგენად ოპერაციები უტარდებოდა და მის გადარჩენას ექიმები უშედეგოდ ცდილობდნენ. ოჯახის სურვილით მომხდარის შესწავლა უკვე დაწყებული აქვს დამოუკიდებელ ექსპერტს, მაია ნიკოლეიშვილს, რომელიც ტრაქეის დაზიანებას ადასტურებს და აცხადებს, რომ გარდაცვალება ინტენსიურმა სისხლდენამ გამოიწვია. გაგრძელება