"პროკურატურამ გაითვალისწინა, რომ ემას ბავშვი ჰყავს"- არასრულწლოვნის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებული ქალი გაათავისუფლეს
არასრულწლოვნის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ემა კვირტია პროკურატურის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს. ამის შეახებ "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა განუცხადაა. მისი ინფორმაციით, პროკურატურამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
„პროკურატურამ გამოიჩინა კეთილი ნება და გაითვალისწინა, რომ ემას ბავშვი ჰყავს. ის მხოლოდ დაკავებიდან გათავისუფლდა და არა პასუხისმგებლობიდან. იგი უკვე სახლშია“, - აღნიშნა ყურაშვილმა.
რაც შეეხება ბრალდებულებისთვის აღმკვეთ ღონისძიებას, სასამართლო ამაზე სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
ზუგდიდში სამართალდამცველებმა ცოლ-ქმარი ორი დღის წინ, საკუთარი სახლიდან აიყვანეს. მათ არასრულწლოვანის მძევლად აყვანას ედავებიან. თავის მხრივ, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მათ ბრალად სს კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ, რაც მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ინტერპრესნიუსი"