დააკმაყოფილა თუ არა მიხეილ სააკაშვილის სარჩელი კიევის სასამართლომ? - კვირის პალიტრა

დააკმაყოფილა თუ არა მიხეილ სააკაშვილის სარჩელი კიევის სასამართლომ?

კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი განუცხადა.

სააკაშვილის სარჩელი ქვეყნის შსს-ს წინააღმდეგ იყო მიმართული და იმ ბრძანებას ეხებოდა, რომლის საფუძველზეც პოლიტიკოსს მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამის შესახებ ინფორმაციას სასამართლო ავრცელებს.

"უარი ეთქვას მიხეილ სააკაშვილს სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობის მოთხოვნებს მითითებული აქტი ფორმალურად შეესაბამება", - ნათქვამია სასამართლოს ინფორმაციაში.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ბრძანებით შეუწყდა.