"მე ამ სისტემას ან დავანგრევ, ან მომკლან" - კვირის პალიტრა

"მე ამ სისტემას ან დავანგრევ, ან მომკლან"

სისტემამ გადაწყვიტა დამეჯახოს, მე ამ სისტემას ან დავანგრევ, ან მომკლან სისტემამ გადაწყვიტა დამეჯახოს. მე ამ სისტემას ან დავანგრევ, ან მომკლან, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პროკურატურასთან განაცხადა. "დაუყოვნებლივ გადადგეს შოთაძე და პასუხისგებაში იქნან მიცემული შოთაძე, კაპანაძე, ფხაკაძე, მირზა სუბელიანი და მისი ცოლი... ახლავე გამოვიდეს ნაძირალა შოთაძე და პასუხი გამცეს. არავითარი შეხვედრა. დაუყოვნებლივ საჯაროდ მისცენ პასუხისგებაში შოთაძე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ჩემი შვილის მკვლელების ხელის დაფარებაში.

ყველა შვილმოკლულ მშობელს ვეხვეწები, დამიდექით გვერდით. დღეს ჩემი შვილის ღირსება შეილახა. არ მივცემთ ამათ ჩემი შვილის შეურაცხყოფის მიყენების უფლებას. სად არის გახარია, სად? სისტემამ გადაწყვიტა დამეჯახოს. მე ამ სისტემას ან დავანგრევ, ან მომკლან", - განაცხადა ზაზა სარალიძემ. როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მოუწოდებს დაუყოვნებლივ უზრუნველყონ მისი მეორე შვილის უსაფრთხოება.