"მივმართავ ქართველ ხალხს, ქართველებო, 19:00 საათზე დამიდექით გვერდით, რათა დავანგრიოთ სისტემა"
ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს, 19:00 საათზე, საზოგადოებას პროკურატურასთან მისვლას სთხოვს. განცხადება სარალიძემ პროკურატურასთან გააკეთა, სადაც ამ წუთებში მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება.
"არ მივცემ ამ სისტემას უფლებას, რომ ჩემს და არა მხოლოდ ჩემს შვილს, არამედ ყველა მოკლულ ადამიანს ჩააფურთხონ სულში. მივმართავ ბატონ გიორგი გახარიას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის პირები, რომლებიც დააკავა და მოიტაცა დღეს, აქ მოსვლის პერიოდში. ჩემი მეგობრები უნდა იყვნენ ჩემს გვერდით. მივმართავ ასევე 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ გამოუშვას დატუსაღებული ბავშვები, რომლებსაც არ აძლევენ ჩემს გვერდით დგომის უფლებას. რაც შეეხება პროკურატურაში ჩემს შესვლას, საათებია ველოდებით შემოთავაზებას. როგორც ჩანს, არ აპირებს შოთაძე ჩვენ იქ შეშვებას და შეხვედრას. მივმართავ ქართველ ხალხს, ქართველებო, 19:00 საათზე დამიდექით გვერდით, რათა დავანგრიოთ სისტემა", - განაცხადა სარალიძემ.