ფიზიკური დაპირისპირება საპროტესტო აქციაზე - კვირის პალიტრა

ფიზიკური დაპირისპირება საპროტესტო აქციაზე

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ საპატრიარქო ახსენა და მათგან მხარდაჭერა მოითხოვა. მისმა ამ განცხადებამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე გააღიზიანა და მან შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა გამომსვლელს.

აღნიშნული პირი აქციის მონაწილეებმა ხალხს გაარიდეს, თუმცა ფიზიკური დაპირისპირება მაინც მოხდა. ამჟამად ინციდენტი ამოწურულია.