პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს - კვირის პალიტრა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს

მამამაკაცი, რომელიც რუსთაველის გამზრიზე მიმდინარე აქციის დროს ერთ–ერთ გამომსვლელს ფიზიკურად დაუპირისპირდა, სამართალდამცველებმა დააკავეს. ახალგაზრდა მამაკაცის გაღიზიანება გამოიწვია ერთ–ერთმა გამომსვლელმა, რომელმაც საპატრიარქოსგან მხარდაჭერა მოითხოვა. მისმა ამ განცხადებამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე გააღიზიანა და მან შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა გამომსვლელს.

აღნიშნული პირი აქციის მონაწილეებმა ხალხს გაარიდეს, თუმცა ფიზიკური დაპირისპირება მაინც მოხდა. ამჟამად ინციდენტი ამოწურულია.

"ინტერპრესნიუსი"