პარლამენტთან ზაზა სარალიძესთან შესახვედრად პრეზიდენტი მივიდა - კვირის პალიტრა

პარლამენტთან ზაზა სარალიძესთან შესახვედრად პრეზიდენტი მივიდა

პარლამენტთან გაშლილ კარვებში ზაზა სარალიძესთან შესახვედრად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. პრეზიდენტი სარალიძეს გადაეხვია თანაგრძნობის ნიშნად და მიუსამძიმრა.

პრეზიდენტი და სარალიძე კარავში საუბრობენ.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებიან უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, უფლებადამცველი ზვიად კუპრავა და "თავისუფალი ზონის" წევრი ბადრი შუბლაძე.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვის რამდენიმე კარავია გაშლილი. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.

აქცია პარლამენტის შენობასთან დღეს 16:00 საათზე განახლდება.

იხილეთ ვიდეო