გიგა ოთხოზორიას მამა გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

გიგა ოთხოზორიას მამა გარდაიცვალა

ზუგდიდში გარდაიცვალა ოკუპაციის მსხვერპლის - გიგა ოთხოზორიას მამა, ზურაბ ოთხოზორია. ის ბოლო რამდენიმე დღე საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

ზურაბ ოთხოზორიას გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები წერენ:

"გაფრინდა სიცოცხლე ჩიტივით და დაგვიტოვა ტკივილი.. მამა და შვილი დღეს ორივენი წარსული ხართ.. ზური ბიძია.. უფალმა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროთ" - წერს ცირა აბსანძე.

30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან, საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს... ის გარდაცვლილი ნათესავის ქელეხის სუფრისთვის პროდუქტის გადაგზავნას ცდილობდა.

Ambebi.ge