პარლამენტის შენობასთან პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა
პარლამენტის შენობასთან პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამივე პირი 166-ე და 178-ე მუხლებით, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით აქცია იმართება. ასევე მეორე აქცია მიმდინარეობს ფილარმონიის წინ.
"ინტერპრესნიუსი"