როგორ აღმოვჩნდით შვილმკვდარი მამის დასახმარებლად მისულები, პოლიტიკურ აქციაზე - რას წერს მოქალაქე ბლოგერი
ბიჭი, რომელიც ზამთრის ერთ დილას სკოლაში წავიდა, სახლში ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა... დათო სარალიძე მისმა თანატოლებმა სიკვდილისთვის გაიმეტეს. მშობლებთან, კლასელებთან, მეგობრებთან ერთად, მთელი საქართველო 5 თვე ელოდა მკვლელის პოვნას და დასჯას. ძალიან რთულია, პირად ტრაგედიად არ აღიქვა მომხდარი.
31 მაისს, შუადღისას მოსამართლის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომელმაც დაადგინა, რომ მკვლელობის საქმეში მკვლელი არ არსებობს. აი ასე, მოკლული დათო სარალიძე არავის მოუკლავს. ეს საზარელი ამბავი კი ბიჭის მამისგან გავიგეთ. სასოწარკვეთილი, ცრემლიანი ზაზა სარალიძე მთელ საქართველოს ემუდარებოდა, მარტო არ დაეტოვებინათ და სამართლიანობის მისაღწევად მასთან ერთად დამდგარიყვნენ.
აქციებზე არასოდეს დავდივარ, ალბათ იმიტომ, რომ ორგანიზატორების გულწრფელობაში ყოველთვის ეჭვი მეპარება. ამ შემთხვევაში ყველაფერი ნათელი იყო - შეუძლებელია, შვილმკვდარ მამას არ ენდო. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, დათოს მკვლელი ციხეში უნდა წავიდეს, ამაზე ყველა შევთანხმდით, სოციალურ ქსელში აქცია დაიგეგმა და მეგობრებთან ერთად შევუერთდი.
პარლამენტთან ჯერ კიდევ მაშინ მივედი, როდესაც პროკურატურასთან შეკრებილები რუსთაველის გამზირისკენ მიდიოდნენ. ხალხმა ნელ-ნელა დაიწყო შეკრება. თავდაპირველად, უმეტესად, ახალგაზრდა თაობა მოვიდა. მოგვიანებით კი ნაკადში შევნიშნე ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია, არ გამოჩენილან ტელეეკრანზე განაგრძეთ კითხვა