"მე მაგათი დაცვა არ მჭირდება" - რას პასუხობს ზაზა სარალიძე შსს-ს განცხადებაზე
"მე მაგათი დაცვა არ მჭირდება" - ასე უპასუხა ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას, რომლის თანახმად ზაზა სარალიძის სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე არსებობს.
"თურმე მთავრობამ ჩემი დაცვა გადაწყვიტა. 6 თვეა ვეხვეწები ჩემი შვილის უფლებების დაცვას და 6 თვე სულში აფურთხებენ ჩემ შვილს. მე მაგათი დაცვა არ მჭირდება" - განაცხადა სარალიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს სთავაზობს. აღნიშნულთან დაკავშრებით უწყებამ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
"არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის.
ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ambebi.ge