"ალბათ, არც ისეთი სასურველი ვარ"
"სახლის დალაგება და სამზარეულოში ტრიალი ჩემი მოწოდება არ არის"
რა მიზეზის გამო შეიძლება, მსახიობი სალომე კოკუაშვილი სასურველი საპატარძლო არ იყოს? მომავალ მეორე ნახევართან დაკავშირებით, შეფასების რა კრიტერიუმები აქვს მსახიობს? არის თუ არა განხილვის საგანი სალომეს დაოჯახების საკითხი მისი მეგობრებისთვის? - ამ თემებზე საუბრისას, სალომე კოკუაშვილი საკმაოდ გულწრფელი და თავმდაბალი აღმოჩნდა...
- სალომე, შენი აზრით, მყარი ოჯახისთვის რა არის აუცილებელი?
- ნდობა.
- კიდევ?
- სიყვარული, პატივისცემა, ერთგულება და რაც მთავარია, მეგობრობა.
- სიყვარული პირველ ადგილზე რატომ არ დაასახელე?
- შეიძლება, ადამიანი ძალიან გიყვარდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასთან ერთად ცხოვრება გაგიმარტივდება. თანაცხოვრებისას მთავარია, ადამიანთან კომფორტულად გრძნობდე თავს. თუ არ ენდობი, კომფორტულად ვერ იქნები. პირველ ადგილზე ნდობა ამიტომ დავასახელე, თორემ, რა თქმა უნდა, სიყვარული ოჯახის შექმნისთვის მნიშვნელოვანია.
- პაემანზე ბოლოს როდის იყავი?
- უჰჰ (იცინის)!..
- მაინც?
- ძალიან ცოტა ხნის წინ, კუს ტბაზე სასეირნოდ ვიყავი და ეს პაემნად ითვლება? რა "ცოტა ხნის" - ასე 2-3 თვის წინ (იცინის)... "პაემანი" რომ ჰქვია, ისეთი შეხვედრა ძალიან დიდი ხნის წინ იყო, ალბათ...
- ამას რატომ არ ერქვა პაემანი, მარტო იყავი კუს ტბაზე სასეირნოდ?
- არა, არა, ბიჭთან ერთად. გავისეირნეთ, ერთი წრე დავარტყით... სტანდარტული პაემანი სხვანაირია: ბიჭი გოგოს სახლში გაუვლის, ერთად მიდიან სადმე - სასადილოდ ან კინოში, ერთმანეთის ინტერესებზე საუბრობენ, მერე ბიჭი გოგოს სახლამდე მიაცილებს... აი, ასეთ პაემანზე, მგონი, "ათასორი" წელია, არ ვყოფილვარ (იცინის). გაგრძელება