ტყიბულში ორი მუშის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო - კვირის პალიტრა

ტყიბულში ორი მუშის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ტყიბულში, ღია მოპოვების ქვანახშირის კარიერზე ორი მუშის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულში, ღია მოპოვების კარიერზე, დღეს დილით ორი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ჯალაღონიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კარიერზე მოხდა, რომელიც ინდ.მეწარმეს აქვს აღებული იჯარით.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში მოხდა ორი მუშის გარდაცვალება.