რუსთავში, ძლიერი წვიმის შედეგად ცენტრალური გზები და შიდა ეზოები დაიტბორა - კვირის პალიტრა

რუსთავში, ძლიერი წვიმის შედეგად ცენტრალური გზები და შიდა ეზოები დაიტბორა

რუსთავში, ძლიერი წვიმის შედეგად ცენტრალური გზები და შიდა ეზოები დაიტბორა. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია შარტავას და დავით აღმაშენებლის გამზირები, მე-7 და მე-8, მე-12, მე-17, მე-19 მიკრორაიონები, ლეონიძის, თოდრიას, ტაშკენტის ქუჩები და კერძო დასახლება.

სანიაღვრე სისტემის გაწმენდას რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ. ძლიერი ნალექის შედეგად რამდენიმე უბანს ენერგომომარაგება შეუწყდა.