შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა ერთი მოწმე გამოკითხეს და ამჟამად მეორე მოწმის გამოკითხვა იგეგმება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მოზარდები მშობლების და ადვოკატის თანდასწრებით გამოიკითხებიან.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა.
არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.