ზაზა სარალიძე მეუღლესთან და შვილთან ერთად საპატრიარქოში იმყოფება
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მეუღლესთან და შვილთან ერთად საქართველოს საპატრიარქოში იმყოფება. პატრიარქმა ზაზა სარალიძესთან შეხვედრის სურვილი დღეს გამოთქვა. ზაზა სარალიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის პატრიარქთან შესახვედრად მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად შევა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.