ზვიად კუპრავამ პარლამენტთან მიმდინარე აქცია დატოვა - კვირის პალიტრა

ზვიად კუპრავამ პარლამენტთან მიმდინარე აქცია დატოვა

ზვიად კუპრავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან რუსთაველის გამზირზე მდებარე ედპ-ს ოფისთან გადაინაცვლა. კუპრავასთან ერთად არ იმყოფება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა.

ვიდრე კუპრავა ედპ-ს ოფისთან გადაინაცვლებდა, მანამდე პარლამენტის წინ არსებულ კარავში შეხვედრა იმართებოდა. ამ შეხვედრიდან გამოსულმა ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ „კუპრავას გაქრობა“ იგეგმება.

თავად ზვიად კუპრავამ კი ედპ-ს ოფისთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას დაპატიმრების არ ეშინია.

„ჩვენ ერთად ჩამოვშლით ხელისუფლებას. მე არ მეშინია არც პატიმრობის, არც სხვა რაღაც ფორმების, დავიწყებ ბრძოლას და ამ დაწყებულ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან“, – განაცხადა კუპრავამ, რომელმაც განმარტა, რომ დამატებით კომენტარს ცოტა მოგვიანებით გააკეთებს.