პატრიარქმა ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდების სულები ლოცვაში მოიხსენია - კვირის პალიტრა

პატრიარქმა ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდების სულები ლოცვაში მოიხსენია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდნესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, საკვირაო წირვის დასრეულების შემდეგ მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ილია მეორემ სხვა გარდაცვლილთა შორის ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდები მოიხსენია. პატრიარქმა ასევე ტრადიციულად დალოცა გვარები და მრევლი.

პატრიარქმა ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლები გუშინ საპატრიარქოში მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"