"თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ რას ნიშ­ნავ­და ჩემი "კაა"- რა განმარტებას აკეთებს კუპრავას "თანამებრძოლი" - კვირის პალიტრა

"თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ რას ნიშ­ნავ­და ჩემი "კაა"- რა განმარტებას აკეთებს კუპრავას "თანამებრძოლი"

ზვიად კუპრავას ახალ "თანამებრძოლზე" გუშინდელი ღამის შემდეგ სრულიად "ფეისბუქმა" იხალისა. ამ ადამიანის უჩვეულო "შემოვარდნამ" აქციაზე ინტერნეტმომხმარებლები გაამხიარულა. მასზე ფოტოშარჟები და სახალისო ვიდეოები გაკეთდა. ყველაზე დასამახსოვრებელი კი მისი ფრაზა აღმოჩნდა - "კაა". ეს ადამანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ცუცქირიძეა.

ცოტა ხნის წინ მან გუშინდელ გამოსვლაზე "ფეისბუქზე" განმარტებას გააკეთა.

"თუ გაინტერესებთ რას ნიშნავდა ჩემი "კაა" გაგახსენებთ მულტფილმს სადაც "კაა" არის მახჩობელა გველი პითონი, არ ამოძვრა სოროდან მაგრამ მოუწევს!!! ივანიშვილი არის მახჩობელა!!!" - წერს ცუცქირიძე

ვინ არის ზვიად კუპრავას "თანამებრძოლი", ვისზეც მთელმა "ფეისბუქმა" იხალისა

ambebi.ge