სახალხო დამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ერთი პირი დააკავეს
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ერთი პირია დაკავებული. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში მიმდინარე აქციის დროს ნინო ლომჯარიას გამოჩენამ რამდენიმე აქტივისტის გაღიზიანება გამოიწვია. ერთ-ერთმა მათგანმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ნინო ლომჯარიას შეფასებით, ეს იყო მის საქმიანობაში ჩარევა და გადაადგილებაში ხელის შეშლა.
"ინტერპრესნიუსი"