"სიკვდილისთვის ძალიან პატარა ვარ, დამეხმარეთ, გთხოვთ"
ქუთაისის მკვიდრი ანა კერესელიძე უკვე 4 თვეა სიცოცხლისთვის იბრძვის, მას ექიმებმა მძიმე მიელოიდური ლეიკემიის M2 დიაგნოზი დაუსვეს, საქართველოში ჩატარებული სამი ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ, უკეთესად იყო, თუმცა ახლახან მდგომარეობა საგანგაშოდ გაუარესდა... იმისათვის, რომ ანამ იცოცხლოს, ძვლის ტვინის გადანერგვაა საჭირო, რაც 120 000 დოლარი ჯდება, რისი საშუალებაც ანას ოჯახს არ აქვს. როგორც თვითონ ამბობს, მას დახმარებაზე ყველგან უარი უთხრეს და ახლა მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად არის...
ანა კერესელიძე:
- არ ვიცი, როგორ გადმოგცეთ ჩემი გრძნობები. მე, უბრალოდ, მინდა, რომ დაავადებით, რომელიც განკურნებადია მთელს მსოფლიოში, არ მოვკვდე. მარტო იმიტომ, რომ არ ვარ თბილისელი და არ ვარ 21 წლამდე ასაკის, დახმარებაზე ვისაც კი მივმართე, ყველამ უარით გამომისტუმრა. თბილისის მერიამ თბილისში მინიმუმ ერთწლიანი რეგისტრაცია მოითხოვა, ქუთაისის მერიაში კი მითხრეს, რომ ძალიან მწირი ბიუჯეტი აქვთ და მასეთი ძვირადღირებული მკურნალობის დაფინანსება არ შეუძლიათ... ყველა ფონდმა, რომლის მოძიებაც საკუთარი ძალებით შევძელი, მიპასუხა რომ პატარებს ვეხმარებით მხოლოდო. მესმის რომ პატარა აღარ ვარ, მაგრამ სიკვდილისთვის, 35 წელი განა პატარა ასაკი არ არის?!. ისიც გასაგებია, რომ თბილისის მერია კანონს ვერ დაარღვევს, მაგრამ რაღაც გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში? მეც ხომ საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, ქართველი ვარ...
ყველასგან მიტოვებულ ძალიან ძალიან პატარა და უსუსურ არსებად ვგრძნობ თავს. ერთადერთი ღმერთის და კეთილი ადამიანების იმედიღა დამრჩა და თქვენი, რომელიც ამ ადამიანებს მიაწვდით ჩემს ერთადერთ თხოვნას. დამეხმარეთ რომ გადავრჩე. არ მინდა სიკვდილი!
- ახლა როგორ გრძნობთ თავს?
- ძალიან სუსტად ვარ, ყველა ძვალი მტკივა... მეუბნებიან, რომ ძვლის ტვინში უმეტესი ნაწილი სიმსივნური უჯრედებია და ამიტომ ვგრძნობ ამ ტკივილს. მიკეთებენ ძალიან მაღალდოზირებულ ქიმიას და ესეც ალბათ, ხვდებით, რომ რთული პროცესია.
ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ ანა.
მაგთის და ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 0901701388, ზარის ღირებულება 1 ლარია
"ვითიბი ბანკი" - GE50VT1000000624414506 მიმღები ანა კერესელიძე
"თიბისი ბანკი" - GE79TB7358345061100073