როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 4-7 ივნისს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 - 5 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
მათი ცნობით, 6 - 7 ივნისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 4 - 5 ივნისს დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 6 - 7 ივნისს +28, + 33 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში 4 - 5 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 6 - 7 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 4 - 5 ივნისს +26, +28, ხოლო 6 - 7 ივნისს +31, +33 გრადუსია მოსალოდნელი.