რას ითხოვს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძე?
ჩვენი მოთხოვნაა, 10 ივნისამდე გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ამ საქმესთან დაკავშირებით, 10 რიცხვამდე თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვიქნები, რომ სისტემა უნდა დაინგრეს", - განაცხადა სარალიძემ.
მისივე თქმით, აქციები 10 რიცხვამდეც გაგრძელდება.
"ინტერპრესნიუსი"