ადვოკატ ინგა არახამიას საცხოვრებელი ბინის ფანჯარას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს - კვირის პალიტრა

ადვოკატ ინგა არახამიას საცხოვრებელი ბინის ფანჯარას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

ადვოკატ ინგა არახამიას საცხოვრებელი ბინის ფანჯარას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. არსებული ინფორმაციით, ადვოკატი სახლში იმყოფებოდა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა, ადვოკატი პოლიციას ჩვენებას აძლევს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"