"სად იყავი ზაზა, როდესაც ბუტას კლავდნენ, სანდროს კლავდნენ, არ იყავი ამ ქვეყანაზე?!" - კვირის პალიტრა

"სად იყავი ზაზა, როდესაც ბუტას კლავდნენ, სანდროს კლავდნენ, არ იყავი ამ ქვეყანაზე?!"

სად იყავი ზაზა, როდესაც ბუტას კლავდნენ, სანდროს კლავდნენ, არ იყავი ამ ქვეყანაზე?! - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზაზა სარალიძე წაგებული დარჩება, თუ კვლავ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდება. "კაცურად დარჩები ცუდი კაცი, თუ ჩვენთან არ მოხვალ და გვერდით არ დაგვიდგები. ამათთან ერთად შენ ვერ მოიგებ. ჩვენ გაპოვნინებთ სამართალს და თუ საჭიროა, შევეწირები შენი შვილის ამბავს. ზვიად კუპრავა ზონდერია. ყველა, ვინც მანდ მოდის, ზონდერია. გუშინ დავინახე, გურამ დონაძე მისულა იქ, რა უნდა უთხრას დონაძემ ვინმეს?!", - აღნიშნა სოსო რობაქიძემ.