"იქნებ საკუთარ ჭკუას მოუხმოთ" - რას პასუხობს სააკაშვილი პუტინს? - კვირის პალიტრა

"იქნებ საკუთარ ჭკუას მოუხმოთ" - რას პასუხობს სააკაშვილი პუტინს?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას ეხმაურება.

"იმ ქართველებს მინდა მივმართო, ვინც დაიჯერა და უაზროდ იმეორებს რუსულ პროპაგანდას ჩემს მიმართ, ვწუხვარ, რომ ამდენი წელი, პუტინი გატარებთ თავის ჭკუაზე და იქნებ საკუთარ ჭკუას მოუხმოთ.

პუტინს, მთელს რეგიონში, საკუთარი თავისთვის მთავარ საფრთხედ მე მივაჩნივარ და მუდმივად ამას უსვამს ხაზს!", - წერს სააკაშვილი "ფეისბუკში".

იხილეთ ასევე: "რაში გვჭირდება მიხეილ სააკაშვილის მსგავსი კლოუნები?" - რას ამბობს პუტინი სააკაშვილზე?