მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება" - კვირის პალიტრა

მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება"

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 3549 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში: ახატანი, ჭოპორტი, მაღრაანი, გომეწარი, მიგრიაულთა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე - 556 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში: ახალსოფელი, დულუზაური, მამადაანები და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 17:00 საათამდე - 393 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფლებში: ახალუბანი, სელექცია, მისაქციელი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 15:00 საათამდე - 714 აბონენტს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: სნო, კარკუჩა, გარბანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

"ინტერპრესნიუსი"