საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - კვირის პალიტრა

საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს რაიონში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაფიქსირდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ ცენტრში განუცხადეს, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდას შეადგენდა.

„ეს არის ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში გვაქვს, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - განაცხადეს სეისმური მონიტორინგის ცენტრში.

როგორც ცნობილია, მიწისქვეშა ბიძგები თბილისში ძლიერად იგრძნობოდა.