როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 8-11 ივნისს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 8-11 ივნისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-11 ივნისს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი.

8-11 ივნისს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 8 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან და ღამის საათებში

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 8-11 ივნისს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი იქნება.