ვინ არის 14 წლის სერთიფიცირებული კალიგრაფი გოგონა
რუსთავის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლე 14 წლის ანი ყვავაძე სერთიფიცირებული კალიგრაფია. გოგონა მესამე კლასიდან არის დაინტერესებული ამ საქმიანობით და დღემდე აქტიურად ქმნის კალიგრაფიის ნიმუშებს. არის არაერთი კონკურსის გამარჯვებული და მედალოსანი. წელს გამართულ კალიგრაფიის კონკურსზე დაჯილდოვდა, როგორც უმაღლესი კატეგორიის ფინალისტი.
თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ქართული კალიგრაფიული ნიმუშების შექმნა, ამის შესახებ mshoblebi.ge- ს ანი თავად უყვება.
- ვსწავლობ რუსთავში, სიონთან არსებულ სამრევლო სკოლა "მთაწმინდელში". სკოლაში სწავლა უფასოა. გარდა კალიგრაფიისა, ისწავლება ხატწერა, ხატვა, რელიგია.
- შენი ზრით, რამდენად აქცევენ სკოლებში ლამაზად წერას ყურადღებას და რამდენად მნიშვნელოვანია ქართული კალიგრაფიის შენარჩუნება?
- ჩემი აზრით, მასაწვლებლები დავალების რვეულებში უკვე საერთოდ აღარ აქცევენ ყურადღებას კალიგრაფიას, შეიძლება საკონტროლო წერისას ჰქონდეთ რაღაც შენიშვნები... გამოთქმაც კი არის ასეთი, ვისაც ტვინი ჩქარა უმუშავებს, მისი ნაწერი საშინელება არისო, მეც რომ ვუყურებ ჩემს სასკოლო ნაწერს, შესაძლოა მეც შემეშინდეს. დასანანია, რომ ყურადღება არ ექცევა კალიგრაფიას. მით უმეტეს, როცა ასეთი ლამაზია ქართული ასოები. ყოფილა შემთხვევები, როცა ჩემი კლასელების ნამუშევრები გამოფინეს ეგვიპტეში, წელს ბელგრადშიც გაგაზავნეს რამდენიმე ბავშვის ნამუშევარი. ხანდახან მგონია, რომ უცხოელები მეტ პატივს სცემენ ჩვენ დამწერლობს, ვიდრე ქართველები. ამიტომ ვთვლი, რომ განასკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ კალიგრაფიას, რათა შევინარჩუნოთ იგი. იხილედ სრულად