"შეყვარებული ვარ" - ვინ არის "ჩცდ"-ს "ვატიკანა"?
"ჩემი ცოლს დაქალებში" ვატიკანას როლის შემსრულებელი ლევან ლაშხი პოპულარული სერიალში გამოჩენისთანავე გახდა. ამბობს, რომ საზოგადოების მხრიდან უყურადღებობას არც მანამდე უჩიოდა. მისი დებიუტი ეროტიკულ ფილმში - "ელიტური დახმარება" შედგა. რა უბნელია "ვატიკანა", წერს თუ არა ლექსებს, ვისზეა შეყვარებული და რა აღიზიანებს ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:
"- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. სულ ამ პროფესიაზე ვფიქრობდი, მაგრამ ბავშვობაში შემაშინეს და მეტყველების მცირე პრობლემა შემექმნა. იძულებული გავხდი, სხვა არჩევანი გამეკეთებინა. ვნანობ, რომ ასე მოხდა, თეატრალურში რომ ჩამებარებინა, ეს პრობლემა დაიძლეოდა. ეკონომისტი ვარ და ძალიან მინდა, პროფესიონალი მსახიობი ვიყო..."
"- საკუთარ გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...დღეს აღარაფერს, მაგრამ რამდენიმე წლის წინ თმის ცვენა რომ დამეწყო, ძალიან განვიცდიდი. მაშინ რომ გეკითხა, აუცილებლად თმას დავსახელებდი..."
"- სიყვარული...
- ...ერთდროულად კარგიც არის და მტკივნეულიც. წარსულში არაერთხელ მყვარებია. არ ვეთანხმები აზრს, რომ სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის. ის "პრიხოდი" არაერთხელ მქონია, რომელსაც ადამიანები პირველი სიყვარულის დროს განიცდიან. იყო პერიოდები, როცა ამ გრძნობისგან დიდ სიამოვნებას ვიღებდი, მაგრამ მერე დიდი ტკივილით სრულდებოდა..."
ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ "გზის" 7 ივნისის ნომერში წაიკითხავთ...
თამუნა კვინიკაძე