მადლიერი ძროხები
შვედეთში ფირმა DeLaval-ის მიერ შექმნილი ავტომატური "სპეცსამრეცხაო" ადგილობრივმა ძროხებმა უდიდესი მადლიერებით "მიიღეს" - რძის წველის მაჩვენებელი
შესამჩნევად გაიზარდა. სიახლე მასობრივად ინერგება დიდსა თუ პატარა ფერმებში - უკვე გაიყიდა 30000 "ძროხის სამრეცხაო". თავად ძროხებს კი იმდენად მოსწონთ "რეცხვა-წმენდა-ფხანის" აპარატი, რომ ცოცხალი თავით არ სურთ ერთმანეთისთვის დათმობა... სხვათა შორის, აპარატმა ძროხებში ვირუსის გავრცელებაც მკვეთრად შეამცირა.