რას ამბობს სარალიძის ადვოკატი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე - კვირის პალიტრა

რას ამბობს სარალიძის ადვოკატი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატის ნესტან ლონდარიძის განცხადებით, ის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებულ ორივე რეკომენდაციას მხარს უჭერს. როგორც ლონდარიძემ კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დოკუმენტში ძირითადად დასმულია, ის საკითხები, რომელიც გამოძიებას უნდა გაეკეთებინა.

"საქმის მტკიცებულებები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ დავეთანხმოთ რეკომენდაციებს. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს გამოძიება იმ პირის მიმართ, რომელზეც ცნობილია, რომ ჭრილობა აქვს მიყენებული და დღემდე ამ კუთხით არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ არის გადადგმული. უფრო მეტიც, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ არის თუ არა ამ ნაწილში გამოყოფილი საქმე და თუ მიმდინარეობს ძიება, პასუხი არის ასეთი, რომ საქმე გამოყოფილი არის მოწმეებზე ზემოქმედების და შეუტყობინებლობის კუთხით. რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, დიდი ალბათობით მ.კ.-მ უფრო რთული როლი შეასრულა ამ საქმეში ვიდრე ჩვენ, დაზარალებული მხარე მუდმივად ვაპელირებთ. იმდენად სრულად არის ორივე რეკომენდაცია დასაბუთებული, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მის დამტკიცებას", - განაცხადა ლონდარიძემ.

შეგახსენებთ, საუბარია ორ რეკომენდაციაზე, რომელიც ეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარის დროს კიდევ ერთი არასრულწლოვანის(გ.მ.) დაჭრის ფაქტზე გამოძიების და ერთ-ერთი პირის მიმართ (მ.კ.) სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

"ინტერპრესნიუსი"