გომბორზე რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ავტობუსი გადავარდა - არიან დაშავებულები
თელავის მიმართულებით მოძრავი „სუზუკის" მარკის ავტობუსი გომბორის უღელტეხილზე რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავარიის შედეგად 6 რუსი ტურისტი დაშავდა. ისინი ამ წუთებში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო-სამედიცინო და სამაშველო ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
"ინტერპრესნიუსი"