თბილისის ერთ-ერთ აუზზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
თბილისის ერთ-ერთ აუზზე ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ახალგაზრდას დაზიანებები მუცლისა და კისრის არეში აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.