ტყიბულში 16 წლის მოზარდი ტბაში გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

ტყიბულში 16 წლის მოზარდი ტბაში გარდაცვლილი იპოვეს

ტყიბულში, სოფელ ახალსოფელში 16 წლის მოზარდი ტბაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა მოზარდის ცხედარი ტბიდან უკვე ამოიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ტყიბულიში, საწირის თემის გამგებელმა თენგიზ ლომთაძემ განუცხადა, მოზარდები ტბაში საბანაოდ ხშირად დადიან, თუმცა ადგილს, სადაც მაშველებმა 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, საბანაოდ ნაკლებად იყენებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.