ხაშურის რაიონში ხელოვნურად დაგუბებულ წყალში ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

ხაშურის რაიონში ხელოვნურად დაგუბებულ წყალში ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს

ხაშურში, სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, ხელოვნურად დაგუბებულ წყალში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ორი 12 წლის მოზარდის ცხედარი აღმოაჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება სამსახურში მოქალაქის მიერ შევიდა, რომელმაც საგუბართან ველოსიპედები და ტანსაცმელი შენიშნა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო ადგილობრივი პოლიცია და სამაშველო ჯგუფები.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"