რა სიახლეებს სთავაზობს მომხმარებელს 20 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ”ნიკორა”
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია ”ნიკორა” ბაზარზე უკვე 20 წელია ოპერირებს და მომხმარებელს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტს სთავაზობს. მუდმივად მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვამ განაპირობა ის, რომ დღეს, კომპანიის ბაზრის წილი 40%-ს აჭარბებს. კომპანიაში ცდილობენ საზოგადოების მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტები შესთავაზონ სამომხმარებლო ბაზარს. ახალი პროდუქტების შექმნა მუდმივი შემოქმედებითი პროცესია.
კომპანიის სიახლეების შესახებ ”ნიკორას” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ანა კოშაძეს ვესაუბრეთ.
”ნიკორას” პროდუქცია ახალ შეფუთვაში გამოჩნდა. მოგვიყევით ამის შესახებ
რამდენიმე კვირაა, რაც ყველასათვის საყვარელი, გემრიელი "ნიკორას“ სოსისიები მომხმარებელს თანამედროვე, პრაქტიკულ, დაცულ შეფუთვაში მიეწოდება. ეს არის ევროპული სტანდარტი და გვიხარია, რომ ნიკორა ამ მხრივაც, დროს და მოთხოვნებს ფეხდაფეხ მიყვება. სამომავლოდ, სრული ასორტიმენტის ამ ფორმატზე გადასვლა იგეგმება. რეალურად შეფუთულ პროდუქტს ბევრი უპირატესობა აქვს. უმნიშვნელოვანესია, რომ ფასი უცვლელია და ის ასაწონი პროდუქტის იდენტური დარჩა. დაგიზოგავთ დროს, არ სჭირდება აწონისთვის რიგში დგომა. პროდუქტი საწარმოდან დახლამდე და დახლიდან სახლებში ისე გადის გზას, რომ მასზე გარემო ზემოქმედება მაქსიმალურად შემცირებულია. უფრო მარტივია ვადის კონტროლიც, რადგან თარიღები შეფუთვაზეა მითითებული. შეფუთული პროდუქტი მაქსიმალურად ინარჩუნებს გემოვნურ თვისებებს. მაცივარშიც სხვა საკვები პროდუქტების მასზე ზემოქმედება მაქსიმალურად მცირდება. ფაქტიურად მომხმარებელი ირებს მეტ
კომფორტს უცვლელ ფასად.
- მომხმარებლების გამოხმაურება როგორია?
- მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ თანამედროვე, პრაქტიკული დაცული შეფუთვა თუმცა კვლავ მოთხოვნადია ასაწონი პროდუქციაც. წლების მანძილძე ყალიბდებოდა მომხმარებლის ქცევა ასაწონი პროდუქტის მიმართ, ამიტომ ჩვევაში გადასული ქცევის შეცვლას გარკვეული დრო სჭირდება. გარდა ამისა, მათ წარმოსახვაში შეფუთული პროდუქცია მაინც უფრო მაღალ ფასთან ასოცირდება. როცა იგებენ, რომ ფასი უცვლელი დარჩა და მის სხვა უპირატესობებსაც კარგად აცნობიერებენ, არჩევანს სწორედ აღნიშნულ შეთავაზებაზე აკეთებენ.
- რა მოცულობის შეფუვებია ხელმისაწვდომი და ის ხომ არ შეზღუდავს მომხმარებელს არჩევანში?
- პროდუქტის გამოშვებამდე გამოვიკვლიეთ ბაზარი. დავდგინეთ, რა რაოდენობის მზახორცპროდუქტებს ყიდულობს მომხმარებელი ყველაზე ხშირად. სწორედ ამის მიხედვით შეირჩა გრამაჟები. ამჟამად, გაყიდვაშია ერთი და იმავე პროდუქტის რამდენიმე გრამაჟი. ჩვენი მიზანი არ არის, რომ მომხმარებელს დიდი მოცულობის შეფუთვა შევთავაზოთ და ამით ხელოვნურად გავზარდოთ გაყიდვები. მაქსიმალურად ვზრუნავთ მომხმარებლის კმაყოფილებაზე.
- ”ნიკორა” მომხმარებლისთვის ხარისხიან პროდუქტთან ასოცირდება. რა ნედლეულით მზადდება ის?
- ჩვენი დიდი სურვილი გვაქვს, რომ ადგილობრივი ხორცი გამოვიყენოთ წარმოებაში. თუმცა ბაზარი საკმაოდ მცირეა და ჩვენს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ”ნიკორას” წარმადობა დიდია და თან სტაბილურად მზარდი. თუ გაჩნდება ფერმერული მეურნეობები, რომლებიც უზრუნველყოფებ წარმოების მომარაგებას ნედლეულით, მისასალმებელი იქნება. თუმცა ამ ეტაპზე, იძულებულები ვართ იმპორტირებული ნედლეულით ვიმუშაოთ. მკაცრად ხდება მომწოდებელი კომპანიების შერჩევა და მათი კონტროლი. ჩვენი პარტნიორი კომპანიები ჩვენს გარდა ევროპისა და ამერიკის უამრავ საწარმოს ამარაგებენ. ნედლეულის შემოწმება არაერთხელ ხდება. მას სახელმწიფო სტრუქტურა ამოწმებს საზღვარზე. შემდეგ კი ჩვენს საწარმოში არსებულ ლაბორატორიაშიც მოწმდება ხორცის ხარისხი.
- მომხმარებელს ახლახანს ახალი საბავშვი ძეხვი ”მინიც” შესთავაზეთ. მოგვიყევით მის შესახებ
- "მინი“ ნიკორას საბავშვო ხაზია. ამ ეტაპისთვის, მომხმარებელს მოხარშული ძეხვის ორ სახეობას ვთავაზობთ - ძეხვი საქონლის და ქათმის. პროდუქცია უმაღლესი ხარისხის, ნაკლებად ცხიმიანი ნედლეულით მზადდება. არ შეიცავს ღორის ხორცს, გამოყენებულია სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი ავსტრიული კომბინირებული სანელებლები. ორივე პროდუქტი გამოირჩევა განსაკუთრებული ნაზი გემოთი და საინტერესო შეფუთვით. დიზაინსა და გემოს დახვეწაზე ჩვენი ტექნოლოგები და დიზაინერები დიდხანს მუშაობდნენ და შედეგსაც მიაღწიეს.
"მინი“ ასევე პოპულარული და რეკომენდირებულია მოზრდილებშიც. განსაკუთრებით დიეტური კვების დროს, რადგან ,როგორც აღვნიშნეთ, პროდუქტი არ შეცავს ღორის ხორცს.
"ნიკორაში“ გრძელდება მუშაობა ახალი პროდუქტების შექმანზე. 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით საწარმო მომხმარებელს კიდევ არაერთ სიურპრიზსა და სიახლეს ჰპირდება.