"პირველი შვილი იყო ოჯახისთვის" - ვინ არის კასპში გარდაცვლილი მშობიარე ქალი
პირველ ივლისს კასპის სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" მშობიარე ქალი გარდაიცვალა. დაღუპული 31 წლის ნონა ტატანაშვილია. ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ბავშვი კი გადარჩა და ექიმების განცხადებით, ახალშობილი გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"ეს პირველი შვილი იყო ამ ოჯახისთვის" - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის წარმომადგენელმა იოსებ მარღიშვილმა. პაციენტი საავადმყოფოში სოფელ მეტეხიდან შეიყვანეს.
"მთელი სოფელი შეძრა ამ ტრაგედიამ. ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. სხვა ინფორმაცია არ მაქვს," - განაცხადა სოფლის წარმომადგენელმა. გაგრძელება